ისრაელის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ეგვიპტის დედაქალაქში, ისრაელის საელჩოზე თავდასხმა "დიპლომატიური ნორმების სერიოზულ დარღვევად" და ორი ქვეყნის "მშვიდობიან ურთიერთობებზე დარტყმად" შეაფასა.
"ასეშეიტედ პრესის" ინფორმაციით, ისრაელის საელჩოს ყველა თანამშრომელმა, საელჩოს მრჩეველის გარდა, ამ დილით ეგვიპტე დატოვა.
ბოლო მონაცემებით, საელჩოსთან მომხდარი არეულობის შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 500-მდე ადამიანმა, მათ შორის პოლიციის 40 თანამშრომელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დემონსტრატები ისრაელის საელჩოში შეიჭრნენ და დაარბიეს.