ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში დემონსტრანტებმა ისარელის საელჩო შტურმით აიღეს. შენობაში შეჭრილმა დემონსტრანტებმა დაარბიეს 21 სართულინი შენობა, ჩამოგლიჯეს ისრაელის დროშა და ქუჩაში გადაყარეს სხვადასხვა დოკუმენტები.
ისრაელის ელჩმა ეგვიპტეში და მისმა ოჯახმა გაძლიერებული დაცვის თანხლებით დატოვა ეგვიპტის დედაქალაქი და სამხედრო თვიმფრინავით ისაელში დაბრუნდა.
თვითმხილველების განცხადებით, საელჩოს შტურმი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციებში მონაწილეებმა შეძლეს საელჩოს ირგვლივ არსებული ბეტონის კედლის დანგრევა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დემონსტრანტების ერთი ნაწილი ახდენდა შენობიდან გადმოყრილი დოკუმენტების ფოტოგრაფირებას. ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოკუმენტები არავითარ "ფასეულობას" არ წარმოადგენს და ეს იყო ცარიელი
ბლანკები და სარეკლამო პროსპექტები.
ეგვიპტის სახელმწიფო მედია კი იტყობინება, რომ რიგ დოკუმენტებზე დასმული იყო გრიფით "საიდუმლო".
დემონსტრანტების მიერ ისაელის საელჩოს აღების შემდეგ ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მოხდა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. ქვეყნის ძალოვანმა სტრუქტურებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 18 აგვისტოს ისრაელის სამხედროებსა და პალესტინელ ბოევიკებს შორის გახსნილი ცეხცხლის შედეგად, ეგვიპტის 5 მესაზღვრე მოკლეს. ეგვიპტემ ბრალი დასდო ისრაელს საკუთარი მოქალქეების მკვლელობაში და მოითხოვა გამოძიების ჩატარება. საპასუხოდ ისრაელმა განაცხადა, რომ მესაზღვრეების მკვლელობასთან მას არავითარი კავშირი არ აქვს.