დღეს, 10 სექტემბერს, 10:30 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა თაობის აგრონომები შეიკრიბებიან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროგრამებზე და საქართველოს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.
შეხვედრას დაესწრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი.