დღეს, იუსტიციის სამინისტოს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა თბილისის ქუჩებში მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და გაზეთი 24 საათის ერთობლივი სერვისი გააცნეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
მოქალაქეებს, რომლებსაც უძრავი ქონების გაყიდვა, გაქირავება ან დაგირევება სურთ, საჯარო რეესტრი განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს. მათ უკვე საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ გამოაქვეყნონ განცხადება გაზეთ „24" საათში და საჯარო რეესტრის ვებგვერდზე.
ამისათვის შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი მომსახურება: დარეკონ საჯარო რეესტრის ქოლცენტრში ნომერზე 29 111 29 და ოპერატორს უკარნახონ განცხადება გაყიდვისა თუ გაქირავების შესახებ; შეუძლიათ მოითხოვონ რეესტრის ოფისში განცხადების ფურცელი, შეავსონ და მოათავსონ სპეციალურ ნარინჯისფერ ყუთში; ან ოფისშივე ოპერატორს უკარნახონ განცხადების შინაარსი.
„ ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ რისკები უძრავი ქონების ბაზარზე. მოქალაქეებს ვაწვდით უტყუარ ინფორმაციას ნებისმიერი ქონების შესახებ იმისთვის, რომ ქონებრივი გარიგებები უსაფრთხო გავხადოთ. ჩვენ ვზრუნავთ მოქალაქეების კომფორტზე და მათთან ერთად ვავითარებთ უძრავი ქონების ბაზარს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სახალხო და საჯარო პროექტია საქართველოში " - განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.
განცხადება გაზეთ „24 საათში" მიწოდებინად მაქსიმუმ 3 დღეში გამოქვეყნდება და ზედიზედ გაზეთის 4 ნომერში გამეორდება, ვებგვერდზე კი ვადაში შეუზღუდავად განთავსდება.
სულ მალე შესაძლებელი იქნება: განცხადების გამოგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე; განცხადების განთავსება მოქალაქის მიერ საჯარო რეესტრის ვებგვერდზე;
განცხადების გამოგზავნა სმს შეტყობინებით; გარდა ამისა, ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება თითოეულ გასაყიდ თუ გსაქირავებელ ქონებაზე მოქალაქემ დაზუსტებით შეიტყოს: ადევს თუ არა მისთვის საინტერესო ქონებას ყადაღა, დატვირთულია თუ არა საბანკო ან არასაბანკო გირავნობა/იპოთეკით, მონაცემები ამ ქონებაზე რეგისტრირებული პირების შესახებ, ირიცხება თუ არა რაიმე დავალიანება წყლის, გაზის ან ელექტროენერგიის და ა.შ.