ეგვიპტეში ჩამსვლელთათვის ვიზები პირდაპირ აეროპორტში, მხოლოდ ტურისტული ჯგუფებისთვის გაიცემა, ამის შესახებ ეგვიპტის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაშია აღნიშნული.
იმ პირებისათვის ვინც ქვეყანაში არატურისტული მისიით ჩადის, პირდაპირ აეროპორტებში ვიზის გაცემა იკრძალება. ასეთ შემთხვევაში მსურველებმა ვიზის მისაღებად სტანდარტული პროცედურები უნდა გაიარონ.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმიდან ეგვიპტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი შემოსავლები შედის.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2010 წელს ეგვიპტეში ტურისტულ სექტორში 13 მლრდ. დოლარის აკუმულირება მოხერხდა.