ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები ქვეყნის მთავრობას 11 სექტემბერთან დაკავშირებით შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 10 წელი სრულდება. ტერაქტები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს ემუქრება. როგორც ნიუ იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, არის რეალური მაგრამ დაუდასტურებელი საფრთხეები, რის გამოც უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა ხიდებზე, გვირაბებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აუცილებელია ანტი-ტერორისტული ძალისხმევის გაორმაგება. როგორც ABC news იუწყება, აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სამი პირი შევიდა, რომლების მიზანიც ტერორისტული აქტების განხორციელებაა. ამ სამ პირს შორის ერთი ამერიკის მოქალაქეა. ამერიკელი მაღალჩინოსნები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინ, 2001 წლის 9 სექტემბერს ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერაქტები განახორციელეს, რომელსაც 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.