ქვესადგურში "საბურთალო-1" მაღალი ძაბვის ხაზებზე ავარიულ-აღდგენითი სამუშაოს გამო, 9 სექტემბერს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება გამსახურდიასა და ყაზბეგის გამზირს ნაწილობრივ, მიცკევიჩის, საბურთალოს, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის, ბურძგლას, ცაგარელის, საირმის, ხვიჩიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.