ებოტსფორდის მამულში რომელიც შოტლანდიელ მწერალს უოლტერ სკოტს ეკუთვნოდა, ნაპოვნია საფრანგეთის იმპერატორის თმის ბღუჯა.
რელიკვია ბი-ბი-სის სატელევიზიო შოუს Antiques Road Trip გადაღებისას აღმოაჩინეს. გადაცემის წამყვანი და ექსპერტი ანტიკვარიატის საკითხში ანიტა მენინგი სწავლობდა ებოტსფორდის ერთერთ ექსპონატს ,კერძოდ ალბომს, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის ეკუთვნოდა. ალბომში მენინგმა იპოვა ბარათი, რომელშიც გახვეული იყო იმპერატორის თმის კულული. ამ ბარათში ვინმე ბატონი დალტონი სწერდა უოლტერ სკოტს, რომ თმის ბღუჯა მას ლეიტენანტმა კოლ ელფინსტონმა მისცა, რომელიც ველინგტონთან მსახურობდა.
ამჟამად, ალბომი ,ბარათი და კულული შესასწავლად ექსპერტებს გადასცეს, რის შემდეგაც რელიკვიას საზოგადოებრს სამსჯავროზე გამოიტანენ.
Antiques Road Trip სატელევიზიო გადაცემაა, რომელსაც ბი-ბი-სი იღებს.
გადაცემის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ნაპოვნს "მიმზიდელი" უწოდა." ჩვენი ექსპერტები მთელ ინგლისში მოგზაურობენ, რათა დამალული განძი იყოვონ, მაგრამ აზრადაც არ მოგვივიდოდა, რომ ერთხელ ასეთი ისტორიული მნიშვნელობის ნივთს აღმოვაჩენდით", - დასძინა მან.
ებოტსფორდში გადაღებული Antiques Road Trip ეპიზოდი BBC სატელევიზიო არხზე 14 სექტემბერს გავა.
სერ უოლტერ სკოტი გარდა სამწერლო მოღვაწეობისა, ცნობილი იყო როგორც ისტორიული ღირებულების მქონე სხვადასხვა ნივთის კოლექციონერი. მის კოლექციაში, რომელიც ამჟამად ებოტსფორდშია გამოფენილი, გარდა ალბომისა, წარმოდგენილია მარია ანტუანეტას საათი და სხვა ისტორიული მნიშნელობის ნივთები.