ელიზაბეტ ტეილორის ძვირფასეულობა აუქციონზე გაიყიდება. როგორც სააგენტო ფრას-პრესი იტყობინება, აუქციონის სახლი Christie's გასაყიდად გამოიტანს ძვირფასეულობის კოლექციას, რომელიც ელიზაბეტ ტეილორს ეკუთვნოდა.
აუქციონი ნიუ-იორკში 2011 წლის 13-16 დეკემბერს გაიმართება. კოლექციის საწყისი ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შეადგენს.
80 საკვანძო ლოტს გასაყიდად 13 დეკემბერს გამოიტანენ, ხოლო მომდევნო დღეს წარმოდგენილი იქნება მსახიობის 189 სამკაული. აუქციონის პარალელურად გაიმართება ინტერნეტგაყიდვაც, სადაც დაახლოებით 500 ე.წ. costume jewelry-ის საიუველირო სამკაულების ასლი გაიყიდება, რომელსაც ატარებდა მსახიობი.
გალერეა კრისტიზე უამრავ ლოტს შორის წარმოდგენილი იქნება ბრილიანტის ბეჭედი წონით 33 კარატზე მეტი, რომელიც ელიზაბეტ ტეილორს მეუღლემ, რიჩარდ ბარტონმა უსახსოვრა. ასევე გაიყიდება ყელსაბამი "მოხეტიალე მარგალიტით", რომელიც ადრე ესპანეთის სამეფო გვარს ეკუთვნოდა. სამკაულის სავარაუდო ფასი 2-3 მილიონი დოლარია.
2011 წლის 5 სექტემბრიდან ნივთების კოლექცია, რომელიც ელიზაბეტ ტეილორს ეკუთვნოდა მსოფლიოს 8 ქალაქში იქნება წარმოდგენილი.
ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ელიზაბეტ ტეილორი 2011 წლის მარტში გულის უკმარისობით 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი დაკრძალულია ლოს-ანჟელესის Forest Lawn Memorial Park სასაფლაოზე.