2011 წლის იანვრიდან - აგვისტომდე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტი 1 793 449-ჯერ დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ყველაზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში მიმდინარე წელს აგვისტოში შემოვიდა - 355 924. ივლისში 332 194, ივნისში კი 227952. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (137124) დაფიქსირდა. აგვისტოს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 37 პროცენტით მეტია.
აგვისტოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 2008 წლის შემდეგ მატებას განიცდის. გასულ წელს პირველ რვა თვეში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 1 257 211 შეადგინა.