კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში, კატანგას პროვინციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 1000 პატიმარი გაიქცა. როგორც ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, პატიმრების გასათავისუფლებლად შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
როგორც კატანგას ინფორმაციის მინისტრი დკიანგა კაზადიმ განაცხადა, თავდამსხმელებს ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერის განთავისუფლება უნდოდათ. ციხის მცველებსა და შეიარაღებულ პირებს შორის დაპირისპირებას 2 ადამიანი ემსხვერპლა.