იაროსლავთან მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ყველა დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია.
ამ დროისთვის ამოცნობილია 13 დაღუპულის ცხედარი.
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის ვალერი ოკულოვის განცხადებით, ამოცნობილებს შორის 7 უცხოეთის მოქალაქეა, სულ თვითმფრინავზე კი 11 უცხოელი იმყოფებოდა.
თვითმფრინავში ასევე იმყოფებოდნენ იაროსლავის "ლოკომიტივის" ჰოკეისტები. დაზუსტებული ინფორმაციით იაკ-42 -ის ბორტზე 37 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შემდეგ 2 მათგანი ალექსანდრ გალიმოვი და ალექსანდრ სიზოვი გადარჩნენ, მაგრამ ისინი მძიმე მდგიმარეობაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია "იაკ-სერვისის" თვითმფრინავმა, რომელიც იაროსლავიდან მინსკში მიფრინავდა კატასტროფა გუშინ, მოსკოვის დროით 16:05 საათზე განიცადა. თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში დასახლებულ პუნტქტ ტუნოშნასთან, აეროპორტიდან 2,5 კილომეტრში ჩამოვარდა.