ლიბიის ექს-ლიდერი მუამარ კადაფი კატეგორიულად უარყოფს ქვეყნის დატოვებას და ნიგერში გაქცევას. მისი თქმით, მის გაქცევაზე გავრცელებული ჭორი არის ტყუილი და სპეკულაცია. როგორც მან "სირია ტვ"-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, კადაფის ძალები ნატოსა და ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოს აუცილებლად დაამარცხებენ.
რამდენიმე დღის წინ ნიგერის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს განხილვა თუ რა უნდა მოიქმედონ კადაფის ქვეყანაში შემოსვლისა და თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები კადაფის ნიგერში გაქცევასთან დაკავშირებით. ნიგერის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კადაფი ქვეყანაში შესვლას დააპირებდა, ლიბიის ყოფილ ლიდერს სავარაუდოდ საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს გადასცემდნენ. საერთაშორისო სასამართლო გარდა კადაფისა, მისი ვაჟის საიფ ალ ისლამისა და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის აბდულა სანუსის დააკავებასაც ცდილობს.