ავიაკომპანია „იაკ სერვიზის" თვითმფრინავი იაკ 42 იაროსლავის ოლქის ტუნოშნას აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა. დაიღუპა 36 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავში იაროსლავის „ლოკომოტივის" ჰოკეის გუნდი იყო, რომელიც მინსკში მიფრინავდა.
ხუთშაბბათს მინსკში დაგეგმილი იყო მატში ლოკომოტივსა და მინსკის დინამოს შორის.
როსავიაცია ადასტურებს 36 ადამიანის დაღუპვას. ავიაკატასტროფაში ერთი ადამიანი გადარჩა.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა და დაიწვა.
კატასტროფის მიზეზები უცნობია.