ფარმაცევტული კომპანიების მიმართ კანონდარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები, შესაძლოა, გამკაცრდეს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მთავორბის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განუცხადა.
"თუ საჭირო გახდა ჯარიმების რაოდენობის გაზრდა, ამაზე კონსულტაციებს აუცილებლად გავმართავთ", - განმარტა მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო აგრძელებს მედიკამენტების ხარისხზე კონტროლს და პრიორიტეტად მიიჩნევს წარმოებიდან უხარისხო, ვადაგასული მედიკამენტების ამოღებას.
"მედიკამენტების შემოწმებისა და დაცვის პირობები ფარმაცევტული კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებულია. მთავარია ზედამხედველობა გავამკაცროთ ამ კანონის შესრულებაზე. ჩვენი პრიორიტეტია გამოვავლინოთ უხარისხო, ვადაგასული წარმოებს რეალიზაცია და მასზე რეგაირება მოვახდინოთ", - განმარტა ურუშაძემ.