თელავის რაიონის სოფელ კისისხევში VI-VII საუკუნეების „რიგის საყდრის" ერთ-ერთი ნაგებობა მთლიანად დაინგრა. ეკლესია საძირკვლის დონეზეა შემორჩენილი. „რიგის საყდარში" სამი დარბაზული ტიპის ნაგებობაა გაერთიანებული. დანარჩენი ორიც სახურავის გარეშეა დარჩენილი, კედლები კი ინგრევა.
„ერთ - ერთი ეკლესია მთლიანად დაინგრა, დანარჩენი ორი კი ძალიან ავარიულ მდგომარეობაშია. კედლები ინგრევა, სახურავი კი არცერთს აღარ აქვს, დიდი ხანია რაც ეკლესიას სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შეძლებისდაგვარად მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები უვლიან და ასუფთავებენ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კისისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზაქარია გრიშიკაშვილმა.