ამერიკის კოსმოსური სააგენტო ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში საუბარია სატვირთო დირიჟაბლის შექმნაზე. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ მსოფლიოს სატრანსპორტო რევოლუცია ელის, რასაც მოდერნიზებული დირიჟაბლების შექმნა გამოიწვევს.
ახალ სატრანსპორტო საშუალებას შესაძლებლობა ექება, ასობით ტონა ტვირთი შორ მანძილზე გადაიტანოს. პროექტის დირექტორის, დოქტორ საიმონ ვერდენის თქმით, ამჟამად ტვირთების უმეტესობის გადაზიდვა სატვირთო ავტომანქანებით ან რკინიგზის მეშვეობით ხდება, ეს ძალიან ძვირია და დიდ დროს იკავებს.
"დირიჟაბლი შეიძლება გამოყენებული იქნას ყველგან და მისი დაშვება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. ეს რადიკალურად ცვლის ტრანსპორტირების ხარჯებს. ამჟამად ვგეგმავთ პროტოტიპის შექმნას, რომლითაც პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ათობით ტონა ტვირთის გადატანა.
დირიჟაბლის პირველი გამოცდა მომავალ წელს იგეგმება. ხოლო ათწლეულის ბოლოს ავაშენებთ დირიჟაბლებს, რომლებიც ასობით ტონა ტვირთს გადაიტანენ", - განაცხადა ვორდენმა.
ახალი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას სამხედროებიც შეძლებენ. ახალი სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელსაც ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის საშუალება აქვს, საჭირო არ იქნება სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე გადაწყვეტილია საკითხი დირიჟაბლებზე მზის ბატარეების დამონტაჟებისა, რაც მათ კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.