ქვესადგურში „ორხევი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 8 სექტემბერს 10 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ჟორესის, ჭიჭინაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ