ევროპა, კერძოდ კი გერმანია, „ნორდ სტრიმის" საშუალებით ბუნებრივი აირით რამდენიმე მომარაგდება. რუსეთის პრეზედენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ქალაქ ვიბორგში მდებარე მთავარი გამანაწილებელი დღეს გერმანიის ექს-კანცლერ გერხარდ შრიოდერთან ერთად გახსნა.
პუტინის თქმით, ნორდ სტრიმის საშუალებით დასრულდება ის უთანხმოება, რომელიც უკრაინასთან არსებობდა და გერმანია ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიიღებს ბუნებრივ აირს.
„ბუნებრივი აირით მომარაგებაზე ტექნიკური ზეწოლა დასრულდა", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, ამის შემდეგ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთბა უფრო ცივილიზებული გახდება.
ამ დროისთვის რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის 80 % უკრაინის გავლით გადის. პუტინის თქმით, ნორდ სტრიმის პროექტის ჩართვაში ისეთი მსხვილი იმპორტიორები არიან დაინტერესებულნი, როგორიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია და დანია.
ნორდ სტრიმი ამჟამად საჭირო მარაგით ივსება, რის შემდეგ მოხდება მისი გაშვება. გერმანიაში პროექტის საზეიმო გახსნა ნოემბერში, მედვედევის დაგეგმილი ვიზიტის დროს მოხდება.
ნორდ სტრიმი ორი ტყუპი მილსადენისგან შედგება. პროექტი 12.5 მილიარდი ამერიკული დოლარი ჯდება. მილები ბალტიის ზღვის ქვეშ გადის და 1224 კილომეტრის სიგრძისაა. ის ვიბორგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ სასნიცამდეა გადაჭიმული. მეორე მილსადენის აშენები შემდეგ ნორდ სტრიმს წელიწადში 55 მილიარდი კუბი ბუნებრივი აირით შეეძლება მოამარაგოს ევროპა ყოველწლიურად.