დღეს, 7 სექტემბრს, სარემონტო სამუშაოს გამო, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომრაგება შეეზღუდება.
10:00-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება საბურთალოს რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება გამსახურდიას გამზირის, დოლიძის, ბალანჩივაძის და პანკისის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00-იდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს. შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, ახმეტელის, ლუბლიანას, ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება საქალაქო სასამართლოს, ტელეკომპანია "იმედს", ტოიოტას ცენტრს, ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რკინიგზის საავადმყოფოს, ქირურგიის ინსტიტუტს, თერაპიის ინსტიტუტს, ქარხანა "მიონს", საიუველირო ქარხანა "ზარაფხანას", ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაცვის პოლიციას. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
10:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება გლდანის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს და ავჭალის შრომა-გასწორებით კოლონიებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სამგორის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება ორთაჭალის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, გუმათჰესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.