საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მენტორ მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს იწყებს. 
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 7  სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ბრიფინგს გამართავენ.