ქვესადგურში „დიღომი-1" გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, 7 სექტემბერს, 11-დან 12 საათამდე დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, ახმეტელის, ლუბლიანას, ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება: საქალაქო სასამართლოს, ტელეკომპანია "იმედს", ტოიოტას ცენტრს, ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რკინიგზის საავადმყოფოს, ქირურგიის ინსტიტუტს, თერაპიის ინსტიტუტს, ქარხანა "მიონს", საიუველირო ქარხანა "ზარაფხანას", ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაცვის პოლიციას. Aამ ორგანიზაციებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.