საბერძნეთში ფლამანდრიელი მხატვრის, პიტერ პაულ რუბენსის ის სურათი იპოვეს, რომელიც 2001 წელს ბელგიის მუზეუმიდან მოიპარეს. იუწყება "ასოშეითედ პრესი".
ქურდობის საქმეზე დაკავებულია საბერძნეთის ორი მოქალაქე. სურათის ნამდვილობა ექსპერტებმა უკვე დაადასტურეს, ხოლო საბერძნეთის კულტურის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნაპოვნი "ფასდაუდებელია".
ნამუშევრის სახელწოდება არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ 2001 წელს ბელგიის ქალაქ გენტის სახვითი ხელოვნების მუზეუმიდან მოიპარეს რუბენსის ფერწერული ტილო "ნადირობა გარეულ კალიდონიურ ღორზე".
ამჟამად, ნაპოვნი სურათი საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების განკარგულებაში რჩება. ისინი პირობას იძლევიან, სურათი საზოგადოებას მოგვიანებით აჩვენონ, რამდენადაც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა