ქვესადგურში „ორხევი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 7 სექტემბერს 10 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, გუმათჰესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.