პენიტენციურ სისტემაში აფთიაქების ლიცენზირება გრძელდება. მე-16 დაწესებულებაში დღეიდან ლიცენზირებული აფთიაქი იმოქმედებს.
ლიცენზიები მიენიჭათ ასევე ნომერ მე-12 და მე-7 დაწესებულებებში არსებულ აფთიაქებს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკვე 12 ლიცენზირებული აფთიაქი მოქმედებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის მიზანი პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სერვისის სამოქალაქო სექტორთან გათანაბრება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.