შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, თევზმჭერი სეინერი "PITACHOK"-ით რუსეთის მოქალაქე ვასილ პოლიანსკი დაჯარიმეს. გემის კაპიტანი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.
ვასილ პოლიანსკის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.