თბილისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 33 წლის ზურაბ ცირეკიძე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულმა პიროვნებამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით ბასრი საგნის გამოყენებით მრავალჯერადი დაზიანებები მიაყენა საკუთარ მამას, 1953 58 წლის არტემ ცირეკიძეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შეგედად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის შუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია პირობითი სმჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წ.დ ალექსანდრე გიგოლაშვილი.
გამოძიებას აწარმოებს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველო საქართველოს სსკ-ის 376-ე და 108-ე მუცლებით.