თბილისში 27 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ის კინოსტუდია „მემატიანეს" თანამშრომელია.
გარდაცვლილი თანამშრომლებმა ძველი კინოსტუდიის შენობასთან იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. ოფიციალური ვერსია ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
ვერსიები ჯერჯერობით არ სახელდება, პოლიცია შემთხვევის ადგილზე მუშაობს.