გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს ესაჭიროება ერთიანი ფისკალური, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა. იმავდროულად შროდერი ევროპის შეერთებული შტატების შექმნის ინიციატივით გამოდის.
"მიმდინარე კრიზისმა გამოავლინა, რომ ჩვენ ერთიანი ევროზონა არ შეგვიძლია გქვონდეს ერთიანი ფინანსური, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გარეშე. ჩვენ ეროვნული სუვერენიტეტის დათმობა მოგვიწევს, რაც ევროპის შეერთებული შტატების შექმნას ნიშნავს"- აღნიშნა გერჰარდ შროდერმა.
ყოფილი კანცლერის იდეის მიხედვით, ევროკომისია უნდა გადრაიქცეს მთავრობად, რომელსაც ევროპარლამენტი გააკონტროლენს.
გერჰარდ შროდერი მხარს უჭერს ასევე, გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ინიციატივას, ევროზონის ფინანსური კავშირის შექმნის შესახებ.