ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შეშფოთებას გამოთქვამს ირანის მიერ თავისი სამხედრო ბირთვული პროგრამისათვის საიდუმლო სამუშაოების ჩატარების გამო.
სააგენტოს დირექტორი თავის მოხსენებაში აღნიშნავს იმ საიდუმლო საქმიანობის შესახებ, რომელსაც ირანი ეწევა ბირთვული რაკეტების წარმოებისათვის.
მოხსენებაში სააგენტოს დირექტორი ეყრდნობა რიგი ქვეყყნების დაზვერვის სამსახურების მონაცემებს, იმის თაობაზე, რომ თეირანი საიდუმლოდ მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანი ემზადება დაიწყოს ურანის გამდიდრება "ახალ მოედანზე", რომელიც თეირანიდან 150 კილომეტრში ქალაქ კუმის მახლობლად მიწისქვეშა ბუნკერში მდებარეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წლის თებერვლიდან ირანმა 5 %-მდე გამდიდრებული 4,5 ტონა ურანის წარმოება შეძლო. იმავდროულად, ექსპერიმენტალურ დანადგარში ტარდებოდა სამუშაოები ურანის 20 %-მდე გასამდიდრებლად შედეგად კი თეირანმა 320,5 კგ. 20 %-მდე გამდიდრებული ურანი მიიღო.
ატომური ბობმის წარმოებისთვის საჭიროა რადიოაქტიური იზოტოპი, ურანი-235, რომელიც 90 %-მდე იქნება გამდიდრებული. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ დროისათვის ირანს არ გააჩნია მისი საწარმოებელი შესაბამისი ტექნოლოგიები. უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ისლამური რესპუნლიკის ხელისუფლებამ ატომური ბომბის შექმნაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს. ირანი 18 წლის განმავლობაში მალავდა მის მიერ ურანის გამდიდრების სამუშაოების ჩატარებას.