იაპონიაში ტაიფუნ "თალასის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. უზგო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 54 ადამიანი.
იაპონური მედიის ცნობით, 3 600 ადამიანი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ქვეყნის თავდაცვის უწყებაცაა ჩართული.
ტაიფუნის გარემო აეროპორტებში 400-ზე მეტი რეისი გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი ნარას და ვაკაიამას პრეფექტურებში დაფიქსირდა, სადაც გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა და მდინარეები ადიდდა.