დღეს, 5 სექტემბერს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია, "სამოქალაქო ფრონტის" ერთ-ერთი დამფუძნებლის აკაკი დარასელიას სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.
დარასელიას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ნარკოტიკების უკანონო შეძენა ,შენახვა, მოხმარება), რომელიც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 7 დან 14 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამოქალაქო ფრონტი" სასამართლოს ობიექტურობისკენ მოუწოდებს და მიმართავს, ნუ იქნება მიკერძოებული.
"თუ სასამართლო და პროკურატურა გააგრძელებენ, მათ ჩვეულ სტილში, ტანდემში მოქმედებას აკაკი დარასელიას საქმეზე, ამას მოყვება სამოქალაქო პროტესტი, რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სამოქალაქო ფრონტი აიღებს", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციაში.
შეგახსენებთ, რომ აკაკი დარასელიამ წინა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის არ აპირებს ბრალის აღიარებას, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია.