ამერიკელმა მეცნიერებმა კარტოფილის სრული "რეაბილიტაცია" მოახდინეს და დაანგრიეს "მითი" იმის შესახებ, რომ კვების ეს პროდუქტი ასუქებს.
კვლევაში ჩართული პენსივალიის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, კარტოფილით სწორი კვების შემთხვევაში ის არ იწვევს გასუქებას, რადგან არ შეიცავს კალორიის ზედმეტ რაოდენობებს. ისინი მიუთითებენ, რომ კარტოფილი ასევე არ შეიცავს კოლექსტერინს და მდიდარია В და С ვიტამნინებით.
მეტიც, მათი განმარტებით, კარტოფილის ყოველდღიური მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ ეფექტურიც კი არის.
"კარტოფილი შეიცავს აქტიურ მიკრო ელემენტებს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში წნევის დარეგულირებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას", - აცხადებენ მეცნიერები.