კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოვარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "ინფინიტის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.
ჯერჯერობით უცნობია, ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი. წინასწარი ვერსიით, მძღოლი ავტომანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.