აშშ-ის სამხრეთ შტატებს თავს ამჯერად ტროპიკული შტორმი "ლი" დაატყდა. სტიქიამ 2005 წელს ქარიშხალ "კატრინის" შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქი ახალი ორლეანიც მოიცვა.
შტორმის შედეგად, რომელიც მექსიკის ყურის სანაპირო ზოლში განვითარდა - ლუიზიანასა და მისისიპიში ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამ რაიონებში უახლოეს დღეებში 300 მმ ნალექსია მოსალოდნელი.