ისრაელში "მილიონიან მარშში" ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
აქციის მონაწილეებმა მაღალი ფასები და სოციალური უსამართლობა გააპროტესტეს. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, აქციაში 400-დან 500 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, მოსახლეობა კვების პროდუქტებზე ფასების ზრდითა და იმ ხარჯების გაწევის გამო არიან უკმაყოფილონი, რომელიც მათ საცხოვრებელ ფართებზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურეობაზე უწევთ.
აქციაში მონაწილეები, სადაც წარმოდგენილი იყო ისრაელის საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, გადასახადების დაწევას და სოციალური სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ მეთანიაღუმ უკვე შექმნა კომისია, რომელმაც არსებული ვითარება უნდა შეაფასოს და წარმოადგინოს წინადადებები, თუ რა რეფორმების გატარებაა აუცილებელი, არსებული ვითარების დასარეგულირებლად. ამავდროულად, პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეთა ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი იქნება.