ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიურო 11 სექტემბრის ტერაქტიდან 10 წლისთავზე ახალი ტერაქტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
აღნიშნულის გამო აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ ბუკლეტები გაავრცელა, რომელშიც მსუბუქი ტიპის თვითმფრინავებით ტერაქტების მოწყობის შესაძლებლობებია აღწერილი.
როგორც ბიუროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათ კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა 11 სექტემბრის ტერაქტის 10 წლისთავს მოჰყვეს, არავითარი ინფორმაცია არ აქვთ და ბუკლეტების გამოშვება მხოლოდ გამაფრთხილებელ ხასიათის ატარებს.
5-გვერდიან ბიულეტენში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ "ალქაიდა" თვითმფრინავების გამოყენებით ტერაქტების მოსაწყობად მიმდინარე წელს რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, რის თაობაზეც სპეცსამსახურებს ინფორმაცია გააჩნდათ. ტერაქტის სქემის მიხედვით, შესაძლებელი იყო მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის დაქირავება, შემდეგ მასში ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩატვირთვა და სამიზნისკენ მიმართვა.