სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩვილთა მე-18 ნათლობას  21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, სამების საკათედრო ტაძარშიგამართავს. 
ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს სოციალური სამსახური ავრცელებს. 
პატრიარქი ამავე დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ჯანმრთელობის  პარაკლისს გადაიხდის.