ჩილეს ხელისუფლებამ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის დაღუპვა დაადასტურა.
რობიზონ კრუზოს კუნძულის მახლობლად წყალში ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე სულ 21 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის უცხოელი ჟურნალისტებიც, რომლებიც ჩილეში გასულ წელს მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით სიუჟეტის გასაკეთებლად მიემგზავრებოდნენ.
ჩილეში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინ განიცადა.