დღეს, 4 სექტემბერს, მსახიობ ზინაიდა კვერენჩხილაძის ბინაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ხოლო 5 სექტემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში იქნება. 6 სექტემბერს კი, ზინაიდა კვერენჩხილაძეს მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალავენ. პირველი პანაშვიდი 3 სექტემბერს გაიმართა.
ზინაიდა კვერენჩხილაძე 79 წლის ასაკში ინსულტის დიგნოზით გარდაიცვალა. ზინაიდა კვერენჩხილაძე რუსთაველის თეატრში 50 წლის განმავლობაში მუშაობდა. რუსთაველის თეატრთან წელს მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა.
შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს ზინაიდა კვერენჩხილაძეს მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.