აშშ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხში რუსეთთან არ თანამშრომლობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„შანსი ყოველთვის რჩება. ჯერ საკითხი დახურული არ არის, მაგრამ დღევანდელი მომენტისთვის არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის არ არის", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსულ მხარეს არწმუნებენ, რომ ამერიკული გეგმა სრულყოფილია და არ საჭიროებს არავითარ მოდიფიკაციას.
"თუმცა ჩვენ მასში ვხედავთ პირდაპირ რისკეებს ჩვენი სტრატეგიული შეიარაღებული ძალებისთვის",- აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ნატოს გეგმები ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსებაზე რუსეთის მუდმივ უარყოფით რეაქციას იწვევს. მოსკოვი მასში საკუთარი უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკებს ხედავს.