რამდენიმე დღის წინ დაკავებული, რუსეთის მილიციის ექს-პოლკოვნიკის დიმიტრი პავლუჩენკოს როლი, "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში გადამეტებული აღმოჩნდა.
"კომერსანტის" ინფორმაციით, პავლიუჩენკომ გამოძიებას პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან დაკავშირებით მისცა დეტალური ჩვენება, და დაასახელა შემკვეთიც, რომელიც ამჟამად რუსეთის საზღვრებს გარეთ იმყოფება. ხოლო მკვლელობის ორგანიზატორი სხვა დანაშაულის გამო ამჟამად სასჯელს ერთ-ერთ ციხეში იხდის.
პავლიუჩენკოს ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ დანაშაულში ბრალი არ მიუძღვოდა, თუმცა მას მკვლელობის ორგანიზატორად ასახელებდნენ.
ამჟამად არსებული ვერსიის თანახმად, პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზება ბრალად ედება ჩეჩენი წარმოშობის ლომ-ალი გაიტუკაევს. თუმცა შემკვეთის ვინაობა ჯერაც არ ხმაურდება, "ცნობილია", რომ ის საზღვარგარეთ იმყოფება.
"კომერსანტის" ინფორმაციით, პავლიუჩენკოვთან გარიგების ვიზირება რუსეთის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ვიქტორ გრინმა მოახდინა.
გარიგების თანახმად, პავლიუჩენკოვს აღიარების საფუძველზე მოუხსნეს ბრალდება პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გაიტუკოვს ჯერჯერობით ახალი ბრალი არ წაყენებია.
ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რას შეიცავს პავლუჩენკოსა და გენერალურ პროკურატურას შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დაკავებულმა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემკვეთი და ორგანიზატორი დაასახელა, საგამოძიებო კომიტეტი არ ახმაურებს.