ტურისტული ინტერნეტ გიდი Wikitravel-ი აფხაზეთს ქვეყნად მოიხსენიებს (
http://wikitravel.org/en/Abkhazia#b ). აფხაზეთის შესახებ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ "აფხაზეთი არის ქვეყანა კავკასიაში".
"აფხაზეთის ქვეყანაა კავკასიაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. მას არ აღიარებს საქართველო, თუმცა აფხაზეთი თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს. იგი რამდენიმე ქვეყანამ ცნო. ქვეყანას აღმოსავლეთით შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით რუსეთისგან ფსოუ ყოფს, აღმოსავლეთით საქართველოსგან - ენგურით, ჩრდილოეთით კი კავკასიონი ესაზღვრება. სუბტროპიკული კლიმატი და დათოვლილი მთები, გამოქვაბულები, არქიტექტურა და რელიგიური მემკვიდრეობა აფხაზეთს ტურისტებისთვის საოცარს ხდის", - წერს Wikitravel-ი.
Wikitravel-ი წერს რომ, აფხაზეთში რესპუბლიკური მმართველობაა, მისი დედაქალაქია სოხუმი, ვალუტაა რუბლი, ფართობი 8,432 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მოსახლეობა 250 000 კაცია, ოფიციალური ენები კი აფხაზური და რუსულია.