ლონდონი მსოფლიოს არაოფიციალურ დედაქალაქად დასახელდა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი იმ რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა, რომელიც ჟურნალმა Intelligent Life-მა შეადგინა.
ყველა გამოკითხული ქალაქებს ხუთი კატეგორიის მიხედვით აფასებდა: ძალაუფლება და გავლენა (პოლიტიკური), შემოსავლები და სიმდიდრე, კულტურული ცხოვრება და გლობალური კავშირები.
ათეულში მოხვდა, განვითარებული ქვეყნების ოთხი ქალაქი, განვითარებადი ქვეყნების ხუთი ქალაქი.
რეიტინგის მიხედვით, ლონდონის შემდეგ მეორე პოზიციაზეა ნიუ-იორკი, ხოლო მესამეზე ტოკიო და ვაშინგტონი. შემდეგ მოდიან შანხაი, მეხიკო, პეკინი, მუმბაი და დელი.