საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ყვარელში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი დააკავეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, დაცვის სამსახურის თანამშრომლები ჟურნალისტისგან მის მიერ გადაღებული მასალის წაშლას ითხოვენ, მანამდე კი გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ჟურნალისტი იტყობინება, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები მას ფოტოკამერის განადგურებით დაემუქრნენ. ჟურნალისტმა გრემის ახლადრეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს დახმარება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
გრემის ახლადრეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსი მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გახსნა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.