ალიასკას შტატში, ფოქსის კუნძულებზე, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
ამ დროისთვის ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.