17 სექტემბერს, დედამიწაზე შესაძლოა 20 წლის წინ გაშვებული აშშ-ს თანამგზავრის UARS-ის 6 ტონიანი ნამსხვრევი ჩამოვარდეს, ამის შესახებ კოსმოსური სივრცის კონტროლის ამერიკული სისტემა (NORAD) იუწყება. თანამგზავრის ჩამოვარდნის შესაძლო ადგილად კიევი და მოსკოვი სახელდება.
თანამგზავრი 1991 წელს იქნა გაშვებული და ის ატმოსფეროს შრეებს სწავლობდა. რამდენიმე ხნის უკან აშშ-ს აეროკოსმოსურმა სააგენტომ თანამგზავრის შემდგომ ექსპლუატაციაზე უარი განაცხადა, რადგან მისი მომსახურეობა წლიურად 10 მლნ დოლარზე მეტი ჯდებოდა.
სპეციალისტები აპირებდნენ, მის „მოხსნას" მაგრამ UARS-ი რუსეთის თანამგზავრის „კოსმოს 1275"-ის ფრაგმენტს შეეჯახა. ამჯამად უმართავი აპატარი დედამიწისკენ მოემართება. მეცნიერების გათვლებით ის შესაძლოა კიევსა და მოსკოვს შორის არსებულ სივრცეში ჩამოვარდეს. თუმცა იმავდროულად, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეკვატორის რაიონში ატმოსფეროს რომელიმე შრეში შესაძლოა იგი დაიწვას.