საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქვენო სვანეში მოინახულა. ის ცაგერისა და ლენტეხის რაიონებს ესტუმრა.
ილია მეორე ლენტეხში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარში მივიდა და წირვა აღავლინა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძრის წინამძღვარს, ლენტეხის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს პანაღია გადასცა. ვიზიტის დროს უწმინდესმა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავიც მოინახულა.