საქართველოში მცირე სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგები მარტყოფსა და ნორიოში, დაახლოებით 11:30-ისთვის დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 2,6 მაგნიტუდას შეადგენდა, რის გამოც რყევები არ იგრძნობოდა და მისი დაფიქსირება მხოლოდ აპარატებმა შესძლეს.