ცნობილი გახდა, რომ პარიზის აეროპორტ „ორლიში" ჰოლოგრამირებული თანამშრომლები გაჩნდებიან. ვირტუალური მუშაკების აყვანა თანხის ეკონომიის გამო გადაწყდა.
როდესაც თვითმფრინავი მზად იქნება მგზავრების მისაღებად, ჰოლოგრამა აქტიურდება და სასიამოვნო ხმით მგზავრებს აუწყებს, რომ ჩასხდომა იწყება.
ჯერჯერობით ჰოლოგრამები სატესტო რეჟიმში "იმუშავებენ", თუმცა სამომავლოდ აეროპორტში მუდმივ თანამშრომლებად იქცევიან. ასეთი თანამშრომლები ხომ ჯანმრთელობას არასოდეს არ უჩიავიან, ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან და მათთვის ხელფასის გადახდა საჭირო არ არის.